პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მცხოვრებ მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას ბინების დროულად დაკანონებას ითხოვენ. მათი განმარტებით ამ საკითხით არაერთხელ მიმართეს მერიას, მაგრამ უშედეგოდ. მოსახლეობის განმარტებით თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და მერიასთან შიმშილს დაიწყებენ. ქონების დაკანონებას მიწისძვრით 19 წლის წინ დაზარალებული 20-მდე ოჯახი ითხოვს.
დაზარალებულებს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი შეხვდა. ლევან ხაბეიშვილი მერიას მიმართავს, ნუ დაელოდებიან 2020-ის არჩევნებს და კანონის შესაბამისად ბინები დაზარალებულ მოსახლეობას გადასცენ.
"ჩვენი მოთხოვნაა კანონის შესაბამისად ადამიანებს ეს ბინები საკუთრებაში გადასცენ, ნუ ელოდებიან 2020-ის არჩევნებს, რომ წინასაარჩევნოდ მისცენ მხოლოდ ის უფლება, რაც ამ ადამიანებს კანონიერად აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ შორის საკრებულოს სხდომაზე აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.