18 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
"ისე მაგრად მოიშვით ქამრები, რომ ღიპიც კი გადმოგივარდათ" - რომან გოცირიძე მთავრობას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს არ ემხრობა, დეპუტატების განმარტებით ხარჯების ზრდა საშინაო ვალის ხარჯზე გაუმართლებელია.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განმარტებით, ქვეყნის შიდა ვალი 400 მილიონი ლარით იზრდება, რაც ზეგავლენას იქონიებს და ცუდად აისახება ეროვნულ ვალუტაზე.

მისივე შეფასებით, მთავრობას "ქამრების მოჭერის" ნაცვლად "უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა".

"ბიუჯეტი მნიშვნელოვნად უარესდება, ჩანაცვლებულია ისეთი ხარჯებითა და შემოსავლებით, რომელიც პირდაპირ იწვევს ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდას. როდესაც ბიუჯეტს შიდა ვალის აღებით ზრდი, ეს არის პირდაპირ ლარის კურსზე და ინფლაციაზე ზემოქმედების ფაქტორი. 400 მილიონით იზრდება სახელმწიფო შიდა ვალი.  წინა მთავრობის დროს ასეთი ლოზუნგი იყო შემოვიჭიროთ ქამრები, ეს მთავარი ლოზუნგი იყო ლარის გაუფასურების შეჩერებისთვის. ახლა კი დაგავიწყდათ ეს სიტყვაც კი და ახლა ისე მაგრად მოიშვით ქამრები, რომ ღიპიც კი გადმოგივარდათ ძალიან დიდი ოდენობით. ეს არის სწორედ "ქამრების მოშვების" ბიუჯეტი," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები