18 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს - ოპოზიცია საშინაო ხარჯების ზრდას კრიტიკულად აფასებს

პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი თანხა თბილისის მერიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაემატათ. 

ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს არ ემხრობა, დეპუტატების განმარტებით, ხარჯების ზრდა საშინაო ვალის ხარჯზე გაუმართლებელია. 

"პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დამატებით 2 მილიონ ორასიათასი ლარის გამოყოფით გაირკვა, რომ აღნიშნული ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია პრეზიდენტის გაზრდილი მადით, ფრანგული ანტიკვარიატით, რათა დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნები, ეს განმარტებით ბარათში მოცემული ახსნა რად უნდა ჩავთვალოთ, ანუ ფინანსთა სამინისტროს რცხვენია პრეზიდენტის ნაცვლად და ატყუებს მოსახლეობას, თუ რა გაქვთ მითითებული და რას უკავშირდება ეს ზრდა?!" - მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს

მმართველ გუნდში კი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულები არიან. 

დღის ამბები