ანაკლიის კონსორციუმთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა.
კახა კალაძე მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა ეჭვობს, რომ ხაზარაძე ამ პროექტის განხორციელებას შეძლებს. კახა კალაძის თქმით, ხაზარაძეს ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები:
"რაც შეეხება ვადებს, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას დაუდასტუროს და დემონსტრირება გააკეთოს იმისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებელობა და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები," - განაცხადა კახა კალაძემ.