18 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
"ინფორმაციის დამალვისთვის, ხომ არ შემოვიღოთ მინისტრების გაროზგვა, თითო ინფორმაციაში 10 როზგი" - გოცირიძე კაკაურიძეს

"ინფორმაციის დამალვისთვის, ხომ არ შემოვიღოთ მინისტრების გაროზგვა, თითო ინფორმაციაში 10 როზგი," - ამ კითხვით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც გოცირიძემ განმარტა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები არამიზნობრივად არის გაზრდილი.

"რატომ ატყუებთ ხალხს?! რატომ მოგვატყუეთ ჩვენ?! თქვენ გვითხარით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები იზრდება ვიზიტებისა და ფუნქციონირების გამო. სინამდვილეში ეს თურმე გინდათ ანტიკვარიატის შესაძენად. ინფორმაციის დამალვისთვის, ხომ არ შემოვიღოთ სინგაპურის მეთოდი, მინისტრების გაროზგვა, თითო ინფორმაციაში 10 როზგი, ეთანხმებით ამას?!" - მიმართა გოცირიძემ კაკაურიძეს.

თავის მხრივ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები ძირითადად ოფიციალურ ვიზიტებს ხმარდება. 

"დამატებითი თანხა 2,2 მილიონი ლარი არანაირად არ ხმარდება იმ შესყიდვებს, რაზეც თქვენ გქონდათ საუბარი, ეს დამატებითი თანხა ხმარდება ვიზიტებს. გაერო-ში ვიზიტის დროს საჭირო გახდა ხელფასის ნაწილზე მოკლება. გარდა ამისა, იაპონიაში ვიზიტი, რომელიც დაგეგმილია პრეზიდენტის მიერ, ასევე რამდენიმე დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა," - აღნიშნა კაკაურიძემ. 

დღის ამბები