ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელს ბრექსითის გახანგრძლივებას წერილობით მოსთხოვს. ბრექსითის საქმეებში მინისტრი სტივენ ბარკლი, ჯონსონის წერილს იმ შემთხვევაში ელოდება, თუ შაბათისთვის პრემიერი ევროკავშირთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს.
ბრიუსელსა და ლონდონს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 დეკემბერს უნდა დატოვოს.
ჯონსონი იმუქრება, რომ ბრიტანეთს ევროპასთან შეთანხმების გარეშე დატოვებს, ამიტომ პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლითაც პრემიერს ბრექსითის გადავადება 3 თვით შეუძლია.