22 დეკემბერი 2024,   15:38
ვრცლად
პენსი და პომპეო შესაძლოა ერდოღანს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი თურქეთში გაემგზავრნენ. მაიკ პენსი და მაიკ პომპეო, სავარაუდოდ, ერდოღანს შეხვდებიან.

ამერიკელი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ თურქეთი-სირიის საზღვარზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ანკარასთან შეთანხმებას მიაღწევენ.

ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე დღეა ერდოღანს სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ტრამპმა თურქეთს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა. მიუხედავად ამისა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არ გეგმავს.

დღის ამბები