18 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატები კოლეგებს კანონპროექტს სთავაზობენ  

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატები კოლეგებს კანონპროექტს სთავაზობენ. მათი განცხადებით, ქვეყანაში რეგულაციების არარსებობა პრობლემად რჩება, ყველაზე მწვავე საკითხი არასრულწლოვნების ჩართულობაა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში მოთამაშეების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

დეპუტატები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ 9 თვის წინ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო, რაც ოცნების ცალკეული დეპუტატების ინტერესს უკავშირდება. 

“სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი არასრულწლოვანი არის ამ სერვისის მომხმარებელი და სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ აღვასრულოთ კანონი. მეორე საფრთხე, რაც ამ ბიზნესმა შექმნა ქვეყანაში, არის ფულის გათეთრების რისკი და უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები. სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ ეს ტრენდი, რომ თამაში არის ცუდი, ასახოს თამაშის რეკლამის აკრძალვაში,“ - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები