საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ბრალდებას, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დასკვნა პროკურატურამ იმ უცხოელ ექსპერტებს დააწერინა, რომლებსაც ფულს თავად პროკურატურა უხდის, დღეს გენერალური პროკურორი გამოეხმაურა.
შალვა თადუმაძემ არე უარყო, რომ ექსპერტების თანხა ბიუჯეტიდანაა გადახდილი. მისი თქმით, აღნიშნული პირები უკვე 4 წელია გახმაურებულ საქმეებზე დასკვნებს წერენ, რომელსაც პროკურატურისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს:
"მე არ დამიქირავებია ექსპერტები, ექსპერტები დაქირავებულია საქართველოს პროკურატურის მიერ წლების მანძილზე, მათი ფუნქცია არის ყველა იმ გახმაურებულ საქმეზე ანალიზი. ბუნებრივია, თანხა გადავუხადე ბიუჯეტიდან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ყველა საქმეზე 2015 წლიდან აღნიშნული ექსპერტები ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს, წერენ დასკვნებს, რომელიც ჩემთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის," - განაცხადა თადუმაძემ.