18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები ე.წ მუქარის წერილის დედანს პროკურატურას გადასცემენ

რა ეტაპზეა გამოძიება  მუქარის წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით მას გიორგი გახარიამ მისწერა.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი გეგმავს, რომ  ე.წ მუქარის წერილის დედანი პროკურატურაში მიიტანოს, თუმცა, როდის ეს ჯერჯერობით უცნობია. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ადასტურებს, რომ ამ საკითხზე ამჟამად კონსულტაციები სახალხო დამცველთან მიმდინარეობს.

"ყველა ექსპერტული დასკვნა უკვე ჩამოსულია საქართველოში, დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს, იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ეს ყველაფერი გადაეცემა პროკურატურას და დროის შესახებ გეტყვით,"- ამბობს "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარძე.

"სახალხო დამცველთან ერთად იქნება შეთანხმება და ეს  მექანიზმი გახდება ცნობილი. ეს იყო მუქარა ჩემსა და მამუკას მიმართ, ეს ყველამ კარგად იცის, უბრალოდ კითხვები, რომ არ დარჩენილიყო ამ მიზნით ხდება გადაცემა,"- ამბობს "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.

კითხვაზე დაასახელებენ თუ არა წერილის გადაცემის საქმეში შუამავალს, ჯაფარიძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მსგავსი ადამიანი არ არსებობს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებას უკვე უპასუხა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

"არ ვიცი არ ვარ საქმის კურსში კარგი იქნება თუ მოიტანენ მივიღებთ,"- ამბობს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე.

დღის ამბები