18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ოკუპანტებმა სოფელ ატოცში "ბორდერიზაციის" სამუშაოები განაახლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის რაიონის სოფელ ატოცში უკანონო დემარკაციის სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ოკუპანტები ბოძების ინსტალაციის განახლებას გეგმავენ, ადგილზე მისულია საინჟინრო მანქანები და მიტანილი აქვთ ღობეები.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, მოძრაობის წევრებს ადგილზე პოლიცია არ უშვებს და ე.წ. ბორდერიზაციის ადგილამდე მისვლის საშუალებას არ აძლევს.

დღის ამბები