ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას, შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.
ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გორში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაკეთდება კომენტარი.
"დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ვართ გორში. ნუ ღელავთ, გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.