ბრიტანელ დეპუტატებს ბრექსითთან დაკავშირებით, ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღებულ შეთანხმებაზე კენჭი უნდა ეყარათ. პარლამენტმა ჯონსონს თანხმობა არ მისცა.
საკანონმდებლო ორგანომ კენჭისყრა ჩააგდო და საკითხის განხილვა გადადო. ბორის ჯონსონმა ევროკავშირს 2 წერილი გაუგზავნა. პრემიერი პირველ წერილს ხელს არ აწერს და ბრექსითის გადადებას 2020 წლის 31 იანვრამდე ითხოვს.
მეორე წერილში კი ევროკავშირიდან გასვლას შეცდომას უწოდებს.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა, ევროკავშირის ლიდერებთან ერთად ჯონსონის თხოვნაზე მსჯელობას იწყებს.