პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრება განახლდა. უკვე 2 საათზე მეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სააპელაციიო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. მიქაბერიძე უვადო მოსამართლეობის რიგით მე-11 კანდიდატია იმ 20-კაციანი სიიდან, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დეპუტატების კითხვები ძირითადად კანდიდატის წარსულ და ამჟამინდელი საქმიანობას შეეხება. კანონმდებლებისგან ყველაზე მეტი შეკითხვა კომპანია "თბილავამშენი" საქმეზე დაისვა, რომელიც ბიზნესზე ზეწოლას ეხება და რომელთან დაკავშირებითაც მიქაბარიძეს გადაწყეტილება აქვს მიღებული.
"თბილავიამშენის" საქმეზე 2017 წლის 2 მარტს არის გადაწყვეტილება მიღებული დიდი პალატის მიერ, რომელიც ეხებოდა იძულებას, საკუთრების უფლებას და თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ იმავე წლის 26 ივნისს. მაინტერესებს, რა თქვა დიდმა პალატამ ანუ იძულების ფაქტი როგორ დაადგინა," - მიმართა კახიძემ მოსამართლეობის კანდიდატს.
თავის მხრივ, მიქაბარიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება განგრძნობად ხასიათს ატარებდა.
"მე ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ მინდა სიღრმეებში შევიდე. ვინაიდან აღნიშნული დავა არ არის დასრულებული," - უპასუხა ლევან მიქაბერიძემ.
რაც შეეხება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც სასამართლო სისტემის განახლებას შეეხებოდა, მიქაბერიძის მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა.
"ის მოსამართლეები, რომელთაც საბჭოთა კავშირში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როგორ ფიქრობთ უნდა დარჩენილიყო თუ არა სასამართლო სისტემაში. კარგი იქნებოდა თუ არა სასამართლო სისტემა დაგვეწყო აბსოლუტურად სუფთა ფურცლით," - მიმართა გოცირიძემ მიქაბერიძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე არ უფიქრია.
ცნობისთვის, ხვალ დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კიდევ ერთ კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ. პროცესი კი პარლამენტში ნოემბერში დასრულდება.