ბუნებრივია, "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში დღევანდელ შეხვედრას არ ჩაუვლია ღრმაწყლოვანი პორტისა და ყველა იმ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობაზე საუბრის გარეშე, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაპირობოს.
"აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. როგორც მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, პროექტი საქართველოს საშუალებას მისცემს აბრეშუმის გზის საჭიროებებს უკეთესად მოემსახუროს.
"ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციას ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში, რა თქმა უნდა აქ იგულისხმება შავ ზღვაში არსებული პორტების მოდერნიზაცია, გაფართოვება და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი აღნიშნავს, საქართველოში არაერთი ჩინური კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მონაწილეობენ. ჩინქსინ ჩენის განცხადებით, ევროპასა და აზიას შორის საქართველო ყველაზე მოკლე მარშრუტს ქმნის.
"მნიშვნელოვანია იყოს კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები იმისთვის, რომ მოხდეს უფრო მეტი პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა. ჩინეთი აუცილებლად მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს, რომ უფრო აქტიურად ჩამოვიდნენ საქართველოში და გამოიყენონ საქართველოს უნიკალური სატრანსპორტო პოტენციალი," - აცხადებს ჩინქსინ ჩენი.