ევროსაბჭო "ბრექსითის" ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის - ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების ან მის გარეშე დატოვებს.
დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი საკითხის განსახილველად ემზადება. ევროკომისარი აცხადებს, რომ სწორედ პარლამენტის სხდომაზეა დამოკიდებული "ბრექსითის" მომავალი.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერიმ ევროპარლამენტში "ბრექსითთან" დაკავშირებით იმსჯელეს.