18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და ღია განხილვა პარლამენტში - მაია ცქიტიშვილი პარლამენტში დაბარებაზე

მაია ცქიტიშვილს და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პარლამენტში ელოდებიან. მათ მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატები იწვევენ.

ინიციატივას მინისტრები ეხმაურებიან, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პროექტის პარლამენტში განხილვა პერფორმანსი იქნება.

"არაერთი დებატი, არაერთი ეთერი და ღია განცხადება გვქონდა ანაკლიის თემასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვიჭირს საუბარი ანაკლიის პროექტზე ღია და საჯარო საუბარი. ასევე მქონდა შეთავაზება მამუკა ხაზარაძესთან, გაგვემართა სატელევიზიო დებატები, რაზეც მივიღეთ უარი. ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და ღია განხილვა პარლამენტში. ჩვენ შეხვედრებს აუცილებლად გავმართავთ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში," - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თემის პოლიტიზირება პროექტის განხორციელბას ხელ შეუშლის. 

"ჩვენ ერთად გადავწყვეტთ გუნდში და პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რა ფორმატში გავაგრძელოთ დისკუსია. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა, რომ ამ ეტაპზე, როცა კრიტიკული პერიოდი დარჩა პროექტის განხორციელებას, ზედმეტი პოლიტიზირება პროეტს უფრო ავნებს," - აცხადებ ნათია თურნავა.

რაც შეეხება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელობას, მზად არიან საპარლამენტო დებატებში მონაწილეობა მიიღონ. 

"ჩვენ, როგორც კომპანია მზად ვართ მივიღოთ ეს მოწვევა და მივიდეთ პარლამენტში და გავცეთ შეკითხვებს პასუხი. შოუს მოწყობა ჩვენ ინტერესებში არ შედის და კარგი იქნებოდა თუ ეს მოხდება მინისტრების თანდასწრებით," - აღნიშნა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. 

ინიციატივის ავტორების განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხები ამომწურავად, ღია ფორმატში გაეცეს.

"მედიის იწილო-ბიწილო და კინკლაობა რომ დამთავრდეს, დახარჯოს მინისტრმა ხუთი საათი, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს კითხვებს პასუხი.  ამაზე მნიშვლეოვანს მაინც არაფერს აკეთებს," - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

"ცალ-ცალკე მოსმენით ორივე მართალია და საბოლოო ჯამში ჩემთვის რთულია რეალური სურათის მიღება. აქედან გამომდინარე, ეს დაბარება ამით არის ნაკარნახევი. მე პირდაპირ გეუბნებით, ერთი მხარის მოსმენის აზრს ვერ ვხედა პარლამენტში," - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი. 

უფაქციო დეპუტატების ინიციატივას, მხარს საპარლამენტო უმცისეობაც უჭერს.  

"ღია ომი აქვს გამოცხადებული პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ პროექტთან დაკავშირებით. ამ პროცესში დადებითი არაფერი არ არის მაგრამ პარლამენტის მოვალეობაა, რომ რა ინსტრუმენტებიც გვაქს გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში ინიციატივა ლოგიკურია,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

უმრავლესობაში კი თვლიან, რომ პარლამენტის უფრაქციო წევრების ინიციატივა მისაღები არ არის. 

"უფრაქციო პარლამენტარების ინიციატივები ჩემთვის არ არის საინტერესო, ვინაიდან მე წარმოვადგენ უმრავლესობას, ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

დღის ამბები