18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
"დაბარების წესი მკაცრად არის გაწერილი" - უმრავლესობა ანაკლიის პორტის თემაზე პარლამენტში მაია ცქიტიშვილის მისვლას არ ეთანხმება

ანაკლიის პროექტის თემაზე საპარლამენტო დებატების გამართვას საპარლამენტო უმრავლესობა არ ეთანხმება.

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის უფრაქციო დეპუტატებს არ აქვთ უფლებამოსილება, რომ საკანონმდებლო ორგანოში რომელიმე თანამდებობის პირი დაიბარონ.

"საქართველოს პარლამენტში არის დადგენილი წესები, რომელიც დადგენილია პარლამენტის რეგლამენტში და დაბარების წესიც მკაცრად არის გაწერილი და დამოუკიდებელ დეპუტატებს ამის სპეციალური უფლებამოსილება არ გააჩნიათ, თუ ისინი შექმნიან ფრაქციას, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა რეგულაცია ჩაირთვება," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები