18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
"ოპოზიცია ცარიელ ადგილზე პრობლემების მოძებნას რომ მოეშვას, კარგი იქნება“ - მხარდამჭერი აქტი ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

"საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის” დოკუმენტი ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. თამარ ჩუგოშვილი "ევროპული საქართველოს“ დეპუტატ გიორგი კანდელაკის შეფასებას პასუხობს.

კანდელაკის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს და მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს.

"ოპოზიცია ცარიელ ადგილზე პრობლემების მოძებნას რომ მოეშვას, კარგი იქნება და პირიქით, ზოგჯერ რომ გაუხარდეთ ქვეყნისთვის კარგი ამბავი, ესეც კარგი იქნება, ხანდახან მაინც სცადონ. ყველანაირი პროცედურული ნაწილი წესრიგშია და ოპოზიციას შეუძლია არ ინერვიულოს, მათ გარეშეც მშვენივრად ვაღწევთ ასეთ შედეგებს,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილს გიორგი კანდელაკმა უპასუხა და განმარტა, რომ უმრავლესობის წევრს მისი კომენტარი სრულად არ მოუსმენია. 

"ის, რომ ეს ძალიან კარგი ამბავია, ამაზე საუბარი არ არის, მე მგონი, ქალბატონ თამარს რატომღაც ჩემი კომენტარის ამ ნაწილისთვის არ მოუსმენია. ნამდვილად მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ამ დოკუმენტზე იმუშავა. ალბათ ქალბატონ თამარს დაავიწყდა, რომ "ევროპული საქართველოსთვის"  "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კომუნიკაციის ერთ-ერთი ღერძი ჩვენი საკითხის დასავლურ სანქციებში ინტეგრირებაა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

 

დღის ამბები