18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
3 მილიარდიანი ზარალი და 0%-იანი ზრდა - "ლელო" სახელმწიფო საწარმოებში უყაირათო ხარჯვაზე საუბრობს

სახელმწიფო საწარმოები და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა - თემაზე დღეს მამუკა ხაზარაძის საზოგადოება "ლელოს“ ლიდერებმა ისაუბრეს.

როგორც მოძრაობაში აცხადებენ, სახელმწიფო კომპანიების ბოლო 5 წლის მუშაობის შედეგი 0%-იანი ზრდასა და 3 მილიარდიან ზარალს აჩვენებს.

"ლელოს" სპიკერების თქმით, საწარმოებს სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას უწევს, იმის ნაცვლად, რომ მათგან მიღებული მოგებით ბიუჯეტი შეივსოს.

"ლელოს" დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქმე ეხება სახელმწიფო საწარმოებს, რომლებშიც მნიშვნელოვანია აქტივებია თავმოყრილი.

"თავმოყრილია ხალხის ფული, მაგრამ უყაირათო და არაეფექტური ხარჯვის გამო იკარგება უზარმაზარი თანხები", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ლელოს" წევრი გიგა მიქაუტაძის განმარტებით კი, სახელმწიფო საწარმოების რისკებზე საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აფრთხილებდა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2018 წელს საქართველოს მთავრობა გაფრთხილა, რომ სახელმწიფო საწარმოები მთავარი მაკროეკონომიკური რისკია ქვეყნისთვის, მაგრამ ამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად არაფერი არ გაკეთებულა", - განაცხადა გიგა მიაქუტაძემ.

 

 

 

დღის ამბები