18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
უპასუხისმგებლობა და პროვოკაციული განცხადება - პარლამენტში საოკუპაციო რეჟიმის გზავნილს აფასებენ  

“არ უნდა ავყვეთ ამგვარ პროვოკაციებს, იმიტომ რომ ეს განცხადება თავისთავად არის ჩემთვის პროვოკაციული,“ - ეს შეფასება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გააკეთა.

საოკუპაციო რეჟიმის გზავნილთან დაკავშირებით, თამარ ხულორდავა აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ამგვარ პროვოკაციულ ნაბიჯებს არ უნდა აყვეს და მიზანი სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება უნდა იყოს. მისივე თქმით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ ცხოვრობენ.

გზავნილს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი, გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა არ ცდილობს, ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების საკითხმა, დასავლეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის წამოწიოს. 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას უპასუხისმგებლობას უწოდებს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია. მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს ქართულმა მხარემ "ფრთხილი და პრინციპული მოქმედება“ უნდა დაუპირისპიროს. ეკა ბესელია საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართველი სამართალდამცველები არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ. მათი მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეზღუდულია აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილება, რათა ადგილზე არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება ვერ მოხერხდეს.  

 

 

დღის ამბები