საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" როგორც პარტია მიმდინარე წლის 12 დეკემბერს დაფუძნდება. პარტიის ყრილობაც სწორედ დეკემბერშია დაგეგმილი, ამის შესახებ საზოგადოება "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიის ოფისი "თბილისი ცენტრალის" შენობაში განთავსდება.
"თბილისი ცენტრალი" ეს ის ადგილია, სადაც ყველა გზა მოდის აქ, იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულთან გვექნება დიალოგი,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, პარტიაში რეგისტრაციისა და გაწევრიანების საკითხს ის პირადად უხელმძღვანელებს.
საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელმა დღეს "ლელოს" 12 ახალი წევრი წარადგინა.