18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
გასვლითი სხდომა კაჭრეთში - შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე მსჯელობენ

პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისია - ამ წუთებში გასვლითი სხდომა სწორედ ამ შემადგენლობით იმართება. შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე უნდა იმსჯელონ.

ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების თემაზე და ასევე პარტიის დაფინანსების საკითხზე გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ამბობს, რომ არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ განსახილველია. მაგალითად გიორგი ახვლედიანმა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი მოიყვანა, ასევე მან საარჩევნო კომისიის წევრების სამართლიანად და თანაბრად გადანაწილების საკითხსაც შეეხო. გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ვერანაირად ვერ მიიღებენ არგუმენტს ხელისუფლებისგან, რომ ერთ პარტიას შეიძლება ჰყავდეს სამი კომისიის წევრი, დანარჩენს კი ნაკლები.

"ლეიბორისტული პარტიისთვის" განსაკუთრებული არის ის, რომ არჩევნებში საყოველთაო მონაწილეობა უნდა იქნეს დაკანონებული - ამის შესახებ პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს. ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული მოთხოვნის გარეშე კვლავ მივიღებთ ისეთ პარლამენტს, რომელიც 40-45%-ის მიერ იქნება არჩეული და ხელისუფლება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრის გამომხატველი არ იქნება.

"ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" მოთხოვნა არის ის, ადამიანს აქტიური საარჩევნო უფლება მიეცეს 16 წლიდან, ანუ კანონით ადამიანს 16 წლიდან არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჰქონდეს და ასევე ჰქონდეს უფლება სხვების მხარდაჭერა 18 წლიდან მოიპოვოს. მოთხოვნის შესახებ მედიასთან "გირჩის" თავმჯდომარემ ოაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის დირექტორი მიიჩნევს, რომ ნეგატიური კამპანია ისევ პრობლემად  და ფიქრობს, რომ მისი რეგულირება რთული იქნება. ასევე საია-ს მიაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზაციის და ქალთა კვოტირების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

დღის ამბები