18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
"მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორებთან, ამოქმედებულია ყველა ფორმატი"- ერგნეთში IPRM-ის ტექნიკური შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები, ასევე გუშინ ოკუპანტების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება იქნება.

"კურიერის" კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც ოკუპანტები ევროკავშირის დამკვირვებლებსაც კი აკავებენ, როგორ უნდა შეინარჩუნონ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებმა ადამიანებმა სიმშვიდის განცდა, სუსის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ უპასუხა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ამოქმედებულია ყველა ფორმატი:

"დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა  გახლავთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები. გუშინდელი შემთხვევა იქნება აქტიური განხილვის საგანი. როგორც მოგახსენეთ, პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავი სტრუქტურები არიან ადგილზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგს, რაც შეეხება სიმშვიდის განცდას მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, ისინი განიცდიან დისკომფორტს, როცა მათ სახლებთან ძალიან ახლოს ვითარდება ასეთი პროცესები. მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამოქმედებულია ყველა ფორმატი," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დღის ამბები