18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, ეს არის გვრიტიშვილი - ოპოზიცია ანა დოლიძის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე

ანა დოლიძის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან. დიმიტრი გვრიტიშვილის ხმაურიან მოთხოვნას პარლამენტის დეპუტატები აკრიტიკებენ. "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არა ანა დოლიძემ არამედ სერგო მეთოფიშვილმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და მათნაირებმა უნდა დატოვონ.

"თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება ეს არის გვრიტიშვილი, თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლედ ყოფნის სტატუსი ეს არის გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი და მსგავსი მოსამართლეები,"-აცხადებს ეკა ბესელია.

პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი ოთარ კახიძე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მათი ე.წ ლიდერის ლევან მურუსიძის პოლიტიკურ განცხადებებს ახსენებს.

"ბატონი გვრიტიშვილი არის პირდაპირ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართული პარლამენტის წევრებთან, ამერიკის დასკვნებს ეხმაურება და მათ აფასებს, ამავე დროს ბატონი მურუსიძე არჩევნების პერიოდში იწვევს დებატებში პოლიტიკოსს და ურჩევს საქმეებს, რომელ პარტიასთან გააკეთა ალიანსი,"- ამბობს კახიძე.

დღის ამბები