ოკუპანტების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავების საკითხს, "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია რუსეთის დაუსჯელობას უკავშირებს. ხოშტარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოს არანაირ ფასს არ ახდევინებს და რის გამოც, რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები არც მომავალშია გამორიცხული:
"ეს არის იმის შედეგიც ნაწილობრივ, რომ ჩვენი ხელისუფლება ფასს არ ახდევინებს რუსეთს, ამ წლების განმავლობაში, გატაცებების გამო და მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს ისე, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად სულ ცდილობს, რომ მიაჩუმოს ეს თემა და სულ თავდაცვის რეჟიმშია საზოგადოებასთან. შესაბამისად როდესაც რუსეთი ფასს არ იხდის, ის ამას გააგრძელებს და კიდევ უფრო გამწვავებული ფორმებით იზამს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.