ანა დოლიძემ თავად დაადასტურა, რომ ის განიცდის პოლიტიკურ დევნას და ეს ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრის პასუხის, პასუხად დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ გააკეთეს.
მოსამართლე წევრების განცხადებით, მათი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დოლიძე პოლიტიკურ პროცესებში ერევა და განცხადებებსაც აკეთებს არის გამყარებული მოქმედი კანონმდებლობით. გიორგი მიქაუტაძეს თქმით, მათ მსგავსი პრობლემა არ აქვთ კიდევ ერთ არამოსამართლე წევრთან ნაზი ჯანეზაშვილთან.
"ანა დოლიძე არის ერთადერთი მოქმედი წევრი, რომელიც საჯაროდ გამოდის და ლაპარაკობს საარჩევნო და პოლიტიკურ მიზნებზე, გიდასტურებთ დიახ ის არის ერთადერთი ამ საბჭოში, ჩვენ გვყავს სხვა კრიტიკულად განწყობილი წევრები, თუმცა ქალბატონი ნაზის წინააღმდეგ არ გვქონია ჩვენ პრეტენზია, რომ ის გასცდა სასამართლო სისტემის საქმიანობას,"- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.