18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
"ემზარ, ის შავი კაცი ვინ იყო?... ულვაშიანო კაცო, გაჩერდი და წყნარად მოისმინე..."- შელაპარაკება გოცირიძე-კვიციანს შორის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლალი ფაფიაშვილის საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა მას შეკითხვები გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუსვეს.

ოპოზიციის წევრები დაინტერესდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოსაზრებით, შეიძლება თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრს ზემდგომი პირი ჰყავდეს:

"შეიძლება თუ არა ჰყავდეს პრემიერ-მინისტრს უფროსი, რომელიც მას გარკვეულ მითითებებს ან ბრძანებებს აძლევს? ორჯერ გამეორება არ სჭირდება, ერთხელ რომ ეტყვი, ისე აკეთებს,“- ჰკითხა ოთარ კახიძემ მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც ლალი ფაფიაშვილმა  უპასუხა, რომ ის პოლიტიკას არ იცნობს.

"ამას პოლიტიკა რაში სჭირდება, თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ბრძანდებით, იცით, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი... ანუ რა ვითარებაა ეს, რა მოქმედებაა,“ - მიმართა კახიძემ ფაფიაშვილს.

ემზარ კვიციანის შეკითხვაც პრემიერ-მინისტრის ზემდგომ პირს ეხებოდა, თუმცა შეკითხვის დასმის დროს რომან გოცირიძის რეპლიკის გამო ემზარ კვიციანმა თემა შეცვალა და საუბარი მასსა და გოცირიძეს შორის გაგრძელდა:

"ემზარ, ის შავი კაცი ვინ იყო მაინც, ჰა?“ - ჰკითხა გოცირიძემ კვიციანს.

"შენ ამას ვერ გაიგებ, რა კოდებით ვსაუბრობთ... ამიტომ ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე,“- უპასუხა კვიციანმა გოცირიძეს. 

დღის ამბები