18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ველოდებით მოვლენების განვითარებას" - მმართველი გუნდის წევრები უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებენ

"ველოდებით მოვლენების განვითარებას". პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ის, რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, კონსტიტუციური ორგანოს გადასაწყვეტია.

"ეს არის საკითხი, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს პრეროგატივას, მათი შეფასების საგანია ის, თუ კონკრეტული პირი როგორ იქცევა, რა განცხადებებს აკეთებს. ასე რომ, მე ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის იმპიჩმენტი მოსთხოვა.სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან ამ დრომდე დიმიტრი გვრიტიშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებულა.

დღის ამბები