ევროკავშირის 27 სახელმწიფომ "ბრექსითის" 2020 წლის 31 იანვრამდე გადავადებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
თუმცა, ამ შემთხვევაში ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი საყოველთაო არჩევნებით იმუქრება.
დღეს ბრიტანეთის პარლამენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ჯონსონის წინადადებას კენჭს უყრის. იმ შემთხვევაში თუ დეპუტატები ბრიტანეთის პრემიერის შეთავაზებას მხარს დაუჭერენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.
არჩევნების დასანიშნად დეპუატატთა 2/3 -ის მხარდაჭერა საჭირო.