"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვერც ერთი პარტია აბსოლუტური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებს.
"ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით, ან საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის, შემდეგ ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებს. ქართულ ოცნებას აქვს იმის შანსი, რომ სერიოზულად მიიღოს გარკვეული უპირატესობა სხვა პოლიტიკური ძალებთან შედარებით, მარგამ ეს ვერ იქნება გადამწყვეტი უმრავლესობა," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა ”შენების მოძრაობის” თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
"მომავალ პარლამენტში აღარ იქნება ადგილი ივანიშვილის ან სააკაშვილის მიერ გაკონტროლებული მთავრობისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, მე ვიცი დაახლოებით 7-8 პროექტის შესახებ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და პოლიტიკურ პროცესში სრულად არ ჩართულა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.