18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"სენატის მანდატი ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს" - დავით ბაქრაძე დეგნანის განცხადებაზე

ოკუპაცია, რუსეთის ზეწოლა საქართველოზე, NATO-ში გაწევრიანება, თავისუფალი მედია და სასამართლო, წარმატებული რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც სენატში მოსმენისას, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა ისაუბრა. დიპლომატმა ელჩად არჩევის შემთხვევაში მის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. კელი დეგნანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგისთვის, ეუთოს მისიის შექმნის შესაძლებლობაზეც გააკეთა აქცენტი.

დიპლომატის გზავნილებს ოპოზიციაში და ხელისუფლებაში განსხვავებულად კითხულობენ. ოპოზიცია აქცენტს აკეთებს იმ რეკომენდაციებზე, რომელიც კელი დეგნანის სიტყვით გამოსვლაში მოხვდა და რომელიც თავის მხრივ დამოუკიდებლობის მართლმსაჯულების სისტემას, არჩევნების გამჭვირვალედ და თავისუფლად ჩატარების აუცილებლობას, მედია პლურალიზმს და მრავალფეროვან პარლამენტს ეხება. 

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ საკითხებს იგივე მნიშვნელობა მიენიჭა სენატში მოსმენის დროს, როგორც მაგალითად საქართველოსი NATO-ში გაწევრიანებას, რაც პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს.

"ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოდის მკაფიო მანდატით," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მანდატი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. დავით ბაქრაძეს განცხადებით, ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩარევა ამ პროცესში შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს 2020-ის არჩევნების გაყალბება და ეს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად პროპორციულ სისტემასთან გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ელჩი, რომელიც მსგავსი განცხადებებით ეხმიანება იმ ქვეყანას, სადაც ის ჩამოდის და ამ გზავნილებში ჩანს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პრინციპი, დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ ეს უკვე არის მთავარი გზავნილი. 

დღის ამბები