შალვა თადუმაძის მიერ, დიპლომთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის ბოდვად მოხსენიებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ეთანხმება.
"პოლიტიკური ბოდვაა იმიტომ, რომ დიპლომი არსებობს და სრული შესაბამისობაა იმ სპეციალობასთან რაც გააჩნია და ეს სპეციალობა სრულ შესაბამისობაშია იმ თანამდებობასთან რასაც ახლა იკავებს და სამომავლოდ რასაც ცდილობს რომ დაიკავოს. ჩამონათვალი სტუდენტების არსებობს, მაგრამ წარმოიდგინეთ რომელიმეს დასახელება, რომელსაც სახლში მიუვარდებიან, იცნობს თუ არა, და ერთად სწავლობდნენ თუ არა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციის კრიტიკას ბოდვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ამჟამად მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ დღეს უწოდა.
"ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ,"- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.