თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კითხვები ისევ რჩებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე აცხადებს, რომ ზეპირი განმარტებები არასაკმარისია და თადუმაძის მიერ გაკეთებული განცხადებების დოკუმენტური დადასტურება ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი:
"როგორ მოხერხდა ადამიანის დიპლომში მითითება, რომ ჩააბარა იმ წელს როცა არ არსებობდა და დამატებითი განმარტება დიპლომში არ იკითხება, ანუ დოკუმენტურად არ არის დადასტურებული, ასევე დიპლომში არ იკითხება, რომ მან ექსტერნად ჩააბარა. ის ზეპირი განმარტებები ნამდვილად არ არის დამაჯერებელი და განცხადებები, რომ დასტურდება მისი დიპლომის ნამდვილობა, არის უბრალო განცხადება და არანაირი დამატებითი დოკუმენტი მის მიერ არ იყო წარმოდგენილი," - განაცხადა ანდღულაძემ.