18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ისრაელმა მთელს მსოფლიოში საელჩოებისა და საკონსულოების მუშაობა დროებით შეაჩერა

ისრაელმა მთელს მსოფლიოში საელჩოებისა და საკონსულოების მუშაობა დროებით შეაჩერა. ისრაელის საგარეო უწყებამ დიპლომატიური მისიების დახურვის შესახებ განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. საელჩო დახურულია საქართველოშიც.

ეს გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროსთან უთანხმოების გამო მიიღო. ისრაელის დიპლომატების გაფიცვა მათ ანაზღაურებაში ფინანსთა სამინისტროს მიერ შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება.

 დღესვე ისრაელმა საჰაერო ძალები თავდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა. ისრაელის თავდაცვა ამ ზომებს ირანიდან მომდინარე საფრთხეს უკავშირებს.

დღის ამბები