საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის რაც ახლა ხდება ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია:
"დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ყველაფერი არის ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. სწორედ მან გათელა ფეხქვეშ ჩვენი ღირებულებებიც, ეკლესია, რწმენა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველაფერი გააბაიბურა, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა, მართავს შუღლით და ამის ფონზე ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ნამდვილი გმირები, ყველაფერი ამოსვაროს ლაფში და ტალახში, რომ რწმენა დასუსტდეს. დღეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა, მხოლოდ ერთი- ოლიგარქის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი. მაშინ ამოისუნთქავს საქართველო, ჩამოიბერტყავს ამ ჭუჭყს, ამ წყვდიადს, საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.