საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით კელი დეგნანი, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში შტატების ელჩად ინიშნება გამოცდილი დიპლომატია და მას ამ სფეროში 26-წლიანი გამოცდილება აქვს. ელიზაბედ რუდი კელი დეგნანის კანდიდატურის შერჩევას დღეს პირველად გამოეხმაურა.
"საკითხები, რაზეც კელი დეგნანმა აქცენტი გააკეთა, არის პრიორიტეტი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების. ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში. ის მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც შეეხება დემოკრატიისა და მმართველობის გაძლიერებას საქართველოში.
რაც შეეხება მის ჩამოსვლას, დარჩა გარკვეული პროცედურები. საგარეო კომიტეტში უნდა შედგეს ხმის მიცემა, შემდგომ ხმის მიცემა უნდა განხორციელდეს სენატში და შესაბამისად, ამ ყველა პროცედურის დასრულების შემდგომ, იგი ჩამოვა და ოფიციალურად შეუდგება მუშაობას. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება საქართველოს და ზოგადად საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების ძლიერი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, მათ შორის იქნება, ძლიერი მხარდაჭერა მედიის მიმართ, როგორც განსაზღვრულია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში. მრავალფეროვანი მედიაგარემო და მედია არის უაღრესად მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარებისა და ზოგადად დემოკრატიისთვის," - ამბობს რუდი.