18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო სკოლა-პანსიონის პრორექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

მარტვილის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას ჩამოშორების გამო, პროტესტის ნიშნად სასულიერო სკოლა-პანსიონის პრორექტორმა თანამდებობა დატოვა. მამუკა დანელია თვლის, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე პეტრე აღარ იქნება სკოლის ხელმძღვანელი, მისი როგორც პრორექტორის ფუნქცია ამოწურულია:

"რექტორი იყო და არის დღემდე მეუფე პეტრე, გუშინდელი დღე იყო ძალიან რთული ჩვენი სკოლისთვის, მე ვთვლი რომ მას შემდეგ რაც მეუფე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემი ფუნქცია ამ სკოლაში ამოწურული მაქვს, მე გუშინ დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ვუსურვებ სკოლას წარმატებებს, ვინც ამ ბავშვებს შემდგომში ისეთი მზრუნველობით მოექცევა, როგორც მეუფე ექცეოდა, ეს იქნება უდიდესი დახმარება მათთვის," - განაცხადა დანელიამ.

დღის ამბები