18 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
სომხეთში მაღალი თანამდებობის პირებმა პოსტები დატოვეს

სომხეთში მაღალი თანამდებობის პირებმა პოსტები დატოვეს. მათ შორის არიან -ინაგან საქმეთა მინისტრი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ანტიკორუფციული კომიტეტის უფროსი, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

სომხური მედიის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავად სთხოვა ზოგიერთ მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება.

"ამ თხოვნის მიზეზი არ არის პირადი ხასიათის, არამედ სისტემურია, რომელზეც ადრეც მისაუბრია", – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც, მისი თხოვნით, თანამდებობა დატოვა.

დღის ამბები