18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები - დეპუტატების ნაწილი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, დეპუტატებმა შესაძლოა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვონ - ამის შესახებ პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან კობერიძე საუბრობს. მისი თქმით, მეუფემ, საკუთარ მწვავე განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საკითხით, საქართველოს პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს.

"მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ იქ არაფერი საინტერესო არ არის და შესაბამისად, არ უნდა დაინტერესდეს ან საგამოძიებო უწყება ან მინიმუმ თვითონ მეუფე იაკობმა დამატებითი ინფორმაცია არ მიაწოდოს საზოგადოებას, იმასთან დაკავშირებით, რაც უკვე გააჟღერა," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოკვლევა სჭირდება. 

"მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა ფორმის გამო და არა შინაარსის გამო. შინაარსთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ სინოდის არც ერთი წევრი არ ამბობს, რომ ეს ტყუილია. შეიძლება ზოგი არიდებს კითხვაზე პასუხს თავს, ყოველ შემთხვევაში, მათი პოზიცია არის კორექტული და უფრო თავშეკავებული," - აცხადებს ეკა ბესელია.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი. მისი თქმით, ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეიცავდა მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები დანაშაულის ნიშნებს.

მეუფე იაკობი სკანდალურ განცხადებაში საუბარი იყო მძიმე ბრალდებებზე, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ.

 

 

 

დღის ამბები