"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლება და კერძოდ, საგამოძიებო უწყებები არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას ისეთ თემებზე, როგორიც რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა გაავრცელა. დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ განცხადებაზე, რომელზეც გამოძიება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო, მთავარ პროკურორს საინტერესოდ არ ეჩვენება.
"იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს, არც ერთი მხარე ვარ და არც მეორე, მაგრამ ვაანალიზებ. იაკობმა თქვა, რომ სახელმწიფოს პირველი პირები, პრემიერი მოქმედი და ყოფილი, უკანონოდ ერეოდნენ ეკლესიის საქმეში, ჩვენს ჩათრევას ცდილობდნენო, ფარცხალაძე აპირებდა 12 მილიონის გამოძალვას ნიკოლაიშვილისთვისო, ეს საინტერესო არ არისო, გამოაცხადა პროკურორმა,"- ამბობს "კურიერთან" საუბრის დროს დავით ბერძენიშვილი.