ვინ იმსჯელებს პატიმრების შეწყალებაზე, კომისია თუ ისევ პრეზიდენტი - ფორმა და პროცედურები კვლავ განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიცია მორატორიუმის დროულად გაუქმებას, შეწყალების კომისიის მუშაობის პროცესის გამჭვირვალეობასა და სანდოობასა.
"ქართული ოცნებაში" კი ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას შეწყალების საქმეზე და წარუდგენს პრეზიდენტს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივად უნდა დარჩეს, თუ როდის გამოსცემს ის შეწყალების აქტს.
"უნდა იყოს იმის პლატფორმა საქართველს პრეზიდენტთან, რომელიც უზრუნველყოფს შეწყალების კომისიის სახით გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებას და პრეზიდენტისთვის წარდგენას, რაც შეეხება დროს ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია თუ როდის გამოსცემს ის ბრძანებას შეწყალების სახით,"- ამბობს ოხანაშვილი.