18 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"სიახლის შექმნით უნდათ გადაფარონ ის დანაშაული, რომელიც ხდებოდა ძველი შეწყალების დროს" - რატიანი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ვის მიერ და რა ფორმატით უნდა მოხდეს პატიმრების შეწყალება, საკითხი ისევ განხილვის თემად რჩება. 

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრს, დეპუტატ სერგო რატიანს აინტერესებს, თუ რატომ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე მკვლელები. ოპოზიციონერი დეპუტატი საგამოძიებო კომისის შექმნასაც ითხოვს და ამბობს, რომ ხელისუფლებას, სიახლის მექანიზმის შემოღებით წარსულში ჩადენილი დანაშაულებების გადაფარვა სურს.

"სიახლის შექმნით უნდათ გადაფარონ ის დანაშაული, რომელიც ხდებოდა ძველი შეწყალების დროს. აუცილებელია იყოს გამოძიება იმ შეწყალებების, რომელიც მოხდა ადრე, როდესაც, ფაქტობრივად მკვლელები გაათავისუფლეს. უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს, თუ რა მოხდა პრეზიდენტის აპარატში,"- აცხადებს რატიანი.

დღის ამბები