18 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
კარასინი "კარასინი-აბაშიძის ფორმატში" რჩება - ექსპერტების შეფასებები

"პრაღის ფორმატში" საქართველოსთან მომლაპარაკებლად ისევ გრიგორი კარასინის დატოვებას ექსპერტების ნაწილი ნეგატიურად არ აღიქვამს.  სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს ურთიერთობების 20 ივნისამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნება სურს და ამისთვის იყენებს აბაშიძე-კარასინის დიდი ხნის ნაცნობობას, რაც დიპლომატიაში მნიშვნელოვანია:

"კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს იცნობენ დიდი ხანია, 70-იანი წლებიდან და დიპლომატიაში ასეთ პირად ურთიერთობებს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. აშკარაა რომ რუსეთს უნდა სიტუაციის გამოსწორება და ურთიერთობის დაბრუნება იმ ნიშნულამდე, რომელიც იყო 20 ივნისამდე. კარასინის შეცვლა და ვიღაცა ახლის მოყვანა, ჯერ სანამ ნდობა ჩამოყალიბდებოდა აბაშიძესა და ახალ "კარასინს" შორის, ბუნებრივია დრო გავიდოდა. პრაღა უკვე არსებობს 6 წელია და არაფერი დაუნგრევია და გაუფუჭებია, პრაღის გამო არ გადმოუწევია რუსეთს საოკუპაციო ხაზი, მე ასე მგონია. შესაბამისად პრაღამ ქნა ის, რომ აღადგინა ვაჭრობა და რეისები,"- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საფრთხეებზე საუბრობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია, მისი თქმით, ცენტრალიზებული ავტორიტარული რეჟიმის  სახელით რომელი დიპლომატი ილაპარაკებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს:

"ყოველთვის იყო მცდარი მოსაზრება, საუბარი ორ რუსეთზე, კარგი რუსი დიპლომატი-ცუდი რუსი დიპლომატი. რუსეთს დღეს მართავს ავტოკრატიული რეჟიმი , რომლის ამოცანაც საქართველოსთან მიმართებაში არის ის, რომ საქართველო არ შედგეს დემოკრატიულ ქვეყანად. რუსეთი არის №1 მტერი, აქედან გამომდინარე, ამ ცენტრალიზებული ავტორიტარული რეჟიმის  სახელით რომელი დიპლომატი ილაპარაკებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ჩვენ რა პოზიცია გვექნება, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი ძლიერი მხარე არის ინტერნაციონალიზაცია ყველა პროცესის, გამჭვირვალობა მოლაპარაკების ფორმატის, ასეთ შემთხვევაში ბევრი წარმატებები გვაქვს მიღწეული, ხოლო კარასინი-აბაშიძის ტიპის ფორმატები აზიანებს ჩვენს ინტერესებს. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასეთი არაფორმალური ურთიერთობის არხებს არჩევენ რუსეთთან, ჩვენს მტერთან საუბრისას. "პრაღის ფორმატის" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არ არის ინსტიტუციონალიზებული ფორმატი,"- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

დღის ამბები