18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას" - პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

"შეწყალება სენსიტიური საკითხია, საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა. ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით," - ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ისედაც ჯერ წესები არ არის ჩამოყალიბებული. ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად ახალი ბრძანება, გაგაცნობთ და მერე დავფიქრდები. დავფიქრდები, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ყველასთვის გასაგები იყოს. დღევანდელ საზოგადოებას არ სჭირდება კიდევ ერთი შფოთის მიზეზი და ამიტომ დავფიქრდები," - დასძინა სამების საკათედრო ტაძრის დატოვებისას მედიასთან პრეზიდენტმა. 

დღის ამბები