18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს, არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს. წერილში ნათქვამია, რომ ანა დოლიძე საჯარო მოსამსახურის ეთიკას სისტემატურად არღვევს და მისი ქმედებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტსაც.

ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ უჭერს ორი არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი და ნაზი ჯანეზაშვილი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იხსენებს, რომ ლევან მურუსიძეს, ფაქტობრივად, პოლიტიკური დებატები ჰქონდა გამართული "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერთან, შალვა შავგულიძესთან, თუმცა ამბობს, რომ ამაზე საბჭოს რეაგირება არ მოუხდენია.

"თუ არის მიდგომა იმგვარი, რომ არ შეიძლება საბჭოს წევრი პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს, მაშინ არ შეიძლებოდეს ასევე ის, რომ მოსამართლე არ უნდა იყოს პოლიტიკურ დებატებში ჩართული," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად ანა დოლიძე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს. 

დღის ამბები