18 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი პატიმრებს - მსჯავრდებულების ახლობლები სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინში 

პატიმრების ახლობლები ამ დრომდე პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ჯერ კიდევ ელოდებიან, რომ გიორგობისთვის პრეზიდენტი მათ პატიმრებს შეიწყალებს.

ერთთვიანი მორატორიუმის პირობებში შექმნილ ხარვეზებზე საუბრობენ მათი ინტერესების დამცველებიც. ადვოკატების შეფასებით, შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმით მსჯავრდებულების უფლებები ირღვევა.

დატოვებენ თუ არა გიორგობის დღესასწაულზე პატიმრები საპყრობილეებს, ამ დრომდე უცნობია. თვეზე მეტია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები მორატორიუმის გაუქმებას ელოდებიან. პრეზიდენტი კი მათ მხოლოდ იმას ეუბნება, რომ კონკრეტული საქმეების შესწავლას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ახალ წესზე მუშაობას დაასრულებს. უცნობია ისიც, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს ისევ ინდივიდუალურად მიიღებს, თუ შეწყალების კომისიის რეკომენდაციებით.

როგორც "ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, პროკურატურაში დაწყებული გამოძიება არაეფექტურია, ამიტომ კითხვაზე პასუხი - იყვნენ თუ არა პრეზიდენტი და მისი საპარლამენტო მდივანი კორუფციულ სქემაში ჩართული, სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში უნდა გაეცეს.

მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის ხმაურიანი შეწყალებების საქმეებზე მსჯელობა ხმაურით გაგრძელდა ბიუროს სხდომაზე. "ევროპული საქართველოს" წევრებმა მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი მესამე პრეზიდენტის შეწყალებები გაიხსენეს.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება მას შემდეგ შეიზღუდა, რაც მარიამობის დღესასწაულზე ძებნილი და მკვლელობის გამო გასამართლებული პატიმრები შეიწყალა. ახლა ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძეც და საპატიმროებში მყოფი სხვა მსჯავრდებულები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დღის ამბები