საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელისაბედ რუდი აშშ- საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას მხარს უჭერს და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კუთხით მხარდაჭერას აგრძელებს.
როგორც რუდმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური კუთხით მნიშვნელოვანია.
"საქართველოს პროგრესი ევროანტლანტიკური კუთხით მნიშვნელოვანია, საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას და მოხარული ვართ, რომ ამ კონფერენციაში ვმონაწილეობთ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარადაჭერას, რათა ის ნატოს უფრო ძლიერი კონტრიბუტორი გახდეს," - აღნიშნა ელისაბედ რუდმა.