18 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
"მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას შეუძლია მშვიდობა საფრთხის ქვეშ დააყენოს"- პრეზიდენტმა GDSC-ზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის რომ ბათუმში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, მიუთითებს, რომ საქართველო პარტნიორი ქვეყნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია.

"ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს ადგილი, შავი ზღვა, საქართველო, არის ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოსთვის და არამხოლოდ საქართველოსთვის იზრდება დღევანდელ სამყაროში, საქართველო არ გახლავთ დაშორებული კრიზისის ცხელ წერტილებს,  კრიზისის თაღს და უფრო ფართო რეგიონში სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური ტურბულენცია, მიგრანტების საკითხი და ა.შ გამოწვევის წინაშე აყენებს უსაფრთხოებას, განვითარებას და მშვიდობას. საქართველო ამისდა მიუხედავად რჩება სტაბილურობის კუნძულად და წარმატებას მიაღწია იმით, რომ არ მისცა საშუალება მის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა მომხდარიყო.

საფრთხეები ახალ ფორმებს იძენს და როგორც ბევრ ქვეყანაში აქ წარმოდგენილია კიბერუსაფრთხოების საკითხი,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და მაგალითად მასშტაბური კიბერშეტევა დაასახელა, რომელიც, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ათეულ ათას დომეინზე განხორციელდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დიდი გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა:

"ჰუმანიტარულ მძიმე მდგომარეობას მოსახლეობის, რომელიც ცხოვრობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ნებისმიერ დროს შეუძლია მშვიდობა და მშვიდობიანი საფრთხის ქვეშ დააყენოს. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 2 ჰუმანიტარული ტრაგედია მოხდა,"- განაცხადა ზურაბიშვილმა და მარგო მატიაშვილის და თამარ გიგაურის შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები