"აზარტული თამაშების წინააღმდეგ" - ამ სახელწოდებით ანა დოლიძის მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში დღეს აქცია ბათუმში გაიმართება.
აქციის მიზეზი ბოლო დროს გემბლინგის გამო გაზრდილი სუიციდის შემთხვევებია.
ორგანიზატორები სახელმწიფოსგან აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას და მისი ხელმისაწვდომობის მინიმუმამდე შემცირებას ითხოვენ.